Pages

Friday, May 31, 2013

1.პროექტის სახელწოდება:თვალების ფერი, გენეტიკა და ფსიქოლოგია.
2.პროექტისმთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:მასწავლებელთა და მოსწავლეთა  დაინტეერესება გენეტიკით,კონკრეტულად, თვალების ფერის დამემკვიდრებით.
3.პროექტის აქტუალობა:ვიმსჯელოთ თვალების ფერის მიხედვით ადამიანის ფსიქოპორტრეტზე.
4.პროექტის მიზნები:დავაინტერესო კოლეგები და მოსწავლეები  გენეტიკით,რომ თვალების ფერი ისეთივე ნიშან–თვისებაა,როგორც სხვა მრავალი და მის დამემკვიდრებაზე გენეტიკა აგებს პასუხს..ლურჯი თვალები – ეს ადამიანები არიან რომანტიულები, ემოციურები და მგრძნობიარეები.  მათ თვალდახუჭულებს შეუძლიათ შეყვარება, ისინი ძალიან ვნებიანები არიან, რითაც ხიბლავენ თავიანთ პარტნიორებს. მათი აზროვნება ძალიან ცვალებადი და ამოუცნობი. ლურჯი თვალების მქონე ადამიანები ძალიან სამართლიანები არიან და რამდენადაც საოცარი არუნდა იყოს, ისინი მზად არიან დაიცვან სიმართლე, ხანდახან თავის საზიანოდაც კი. მთავარი ორი უარყოფით მათი თვისება არის სიამაყე და ქედმაღლურობა. ასეთ ადამიანებს უყვართ კამათი, ძალიან აჩქარებენ მოვლენებს და ყოველთვის არშეუძლიათ გაიზიარონ სხვისი პრობლემები.






მუქი ლურჯი თვალები – ასეთი ადამიანები ძალიან ჯიუტები, მაგრამა ამავდროულად სენტიმენტალურები არიან. ასეთი თვალის ფერის მქონე ადამიანები ძალიან ადვილად ყვებიან თავიანთ კაპრიზებს, მათი ხასიათი ძალიან ჰგავს გაზაფხულის გიჟ პერიოდს ანუ ძალიან ცვალებადია. ისინი დიდხანს იმახსოვრებენ წყენას.
ცისფერი თვალები – ამ ფერის თვალის მქონე ადამიანები  ხშირად მალავენ ტყუილს. ისინი ძალიან მიზანდასახულები და ნაკლებად სენტიმენტალურები არიან. ცისფერი თვალების მქონე ადამიანებს ცრემლებით ვერ შეაცოდებ თავს. ხანდახან მათ ახასიათებთ მოზღვავებული სიბრაზე და უმიზეზო დეპრესია, მაგრამ ასეთი ცისფერთვალება ადამიანები ძალიან იშვიათად გხვდებიან. უფრო ხშირად ისინი ძალიან მშვიდები არიან, თუმცა ერთფეროვნება მათ დეპრესიაში აგდებს.
ნაცრისფერი თვალები -  ამ ფერის თვალების მქონე ადამიანი არის ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახული. ისინი პრობლემებს არ ემალებიან, პირიქით რაც შეიძლება მალე წყვიტავენ, მაგრამ ძალიან უსუსურები რიან, როდესაც ისეთი სიტუაციაში ამოყოფენ თავს სადაც ჭკუა უძლურია. სერი ფერის თვალების მქონე ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები და ცნობისმოყვარეები არიან. ასეთი ადამიანები იღბლიანები არიან, მათ უმართლებთ სიყვარულშიც და კარიერაშიც.
მუქი ნაცრისფერი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები არიან ჯიუტები და გამბედავები, ისინი ძალაინ თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, შინაგანათ ძლირები არიან. მათ ახასიათებთ ეჭვიანობა თუმცა არა სხვების დასანახად. თუ ასეთი ადამიანის თანამგზავრი იქნება, აგრეთვე მუქი ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანი, მაშინ ისინი აუცილებლად დიდხანს და ბედნიერათ იქნებიან ერთად.
ნაცრისფერი – მწვანე თვალები – თუ ამ ფერის თვალები გაქვთ, შეიძლებ ითქვას რომ შინაგანათ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. თქვენ შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა თუ მოინდომებთ. ასეთ ადამაინებზე ამბობენ რომ არ უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა, ზუსტად ამის გამო  ისინი უფრო მიზანდასახულები ხდებიან. ისინი ხანდახნ ძალინ უხეშები არიან, როდესაც საქმე ეხება მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს, უარეს შემთხვევაში კი აგრესიულებიც ხდებიან.
მწვანე ფერის თვალები – ასეთი თვალის ფერის მქონე დამიანები უფრო მეტად რბილები არიან. გამოირჩევიან პირდაპირობით, სანდოობით და გულღიაობით იმ ადამიანთან რომელიც მათ აირჩიეს ურთიერთობისთვის. მწვანე თვალების მქონე ადამიანები ხშირად რაინდებს გვანან ხასიათებით. მეგობრები აფასებენ მათ იმიტომ რომ ისინი ძალიან კეთილები და სანდოები არიან, თუმცა მტრები ვერ იტანენ მათ პრინციპულობის და სიმტკიცის გამო. ისინი ძალიან კარგი მსმენელები და მოსაუბრეები არიან. საერთოდ მწვანე თვალების მქონე ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერები არიან. ისინი სტაბილურები, მაგრამ ამავდროულად  საკმაოდ კარგი წარმოსახვის უნარი მქონე ადამიანები არიან. ძალიან კარგად უმკლავდებიან საორგანიზატორო საკითხებს, აგრეთვე  ისინი კარგ მართველებათ მოისაზრებიან.

5.მონაწილეთა ასაკი:207-ე სკოლის პედაგოგები,მე-9 კლასის მოსწავლეები,მე-11 კლასის მოსწავლეები.
6.ვადები|ხანგრძლივობა:ერთი თვე...
7;მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მასწავლებლები  და მოსწავლეები იმსჯელებენ გენეტიკის მნიშვნელობაზე,როლზე,მოიპოვებენ საინტერესო ინფორმაციას ფსიქოლოგიაში,შეძლებენ მონაცემთა ანალიზს და შეფასებას..
8;პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტ საიტები,რესპოდენტების ჩართულობა და აქტიურობა..
9.პროექტის მსვლელობა:პროექტზე მუშაობის პროცესში პედაგოგებმა და მოსწავლეებმა  მაღალი აქტივობა გამოიჩინეს,გენეტიკით დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო.სვამდნენ საინტერესო და აქტუალურ კითხვებს,განსაკუთრებით შვილებში თვალის ფერის განმსაზღვრელ ფაქტორებზე.ყურადღებას ამახვილებდნენ გენეტიკურ ტერმინოლოგიაზე.
10.საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:გენეტიკა–სტატისტიკა..
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარი გვასალია–ბიოლოგიის პედაგოგი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:gvasaliamari@.gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი:savarjiso.blogspot.com


No comments:

Post a Comment